წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ბრენდის “კალცედონიის” რეკლამაში ჰოლივუდის მსახიობ ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდა. ვიდეორგოლი “ინსტაგრამზე” უკვე გამოჩნდა.
ჯულიასთან თანამშრომლობაზე თაკო ნაცვლიშვილმა The Movement TV-სთან ისაუბრა.
“მირეკავენ, რომ დამტკიცებული ხარ “კალცედონიის” რეკლამაზე ჯულია რობერტსთან ერთად, გადაღება – ვერონაში. არ მჯეროდა, ლეგენდაა ჩემთვის ეს ადამიანი.
გადაღებაზე შემოვიდა დაცვით. ყველგან დაცვით დადიოდა, საპირფარეშოშიც დაცვა აცილებდა.
სარეკლამო რგოლში კონსულტანტის როლი მაქვს და გააცნეს ჩემი თავი, ეს არის შენი კონსულტანტიო. მოვიდა, ხელი ჩამომართვა.
გამომკითხა საიდან ვარ, რას ვსაქმიანობ. სხვათა შორის, იცოდა საქართველოს შესახებ, რაც ძალიან გამიკვირდა,” – ამბობს მოდელი.