მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიწამური, საგურამო, წილკანი, 22 დეკემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„11:00-იდან 11:05 საათამდე და 16:55-იდან 17:00 საათამდე- აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა. 17:00-იდან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ წეროვანში.
11:00-იდან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.
15:00-იდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ბუჩუნტლიანი, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.