ანსამბლ “ივერიის” ლეგენდარულ მომღერალს თემურ წიკლაურს უმცროსმა კოლეგამ გია ნიკოლაძემ უკანასკნელი საჩუქარი მიუძღვნა:
“ალბათ ორმოცი წლის წინათ
ქუჩაზე გადავდიოდით
ჩვენ სტუდენტები ვიყავით
სიმთვრალეს არ ვუჩიოდი
უცებ მანქანა გაჩერდა
მძღოლმა მიბრძანდით გვანიშნა
ამ წესებს არვინ იცავდა
და სულ სხვა გრძნობა გამიჩნდა
ეს ეხლა გავევროპელდით
ადრე არავინ უთმობდა
მან კი დაგვითმო და მივხვდი
გულს რა განწყობაც უთბობდა
ეს იყო კაცი ღვთიური
დიდ ტრაგედია ნანახი
თვალებში მუდამ უჩანდა
შვილი და უფლის კარნახი
იყო და მუდამ იქნება
რაც მან ამ ქვეყნად დატოვა
რას ვიზამთ ღმერთმა ინება
და შვილთან განამარტოვა
მეც იმ კონცერტზე აღმოვჩნდი
სწორედ იმ დღეს რომ იმღერა
და გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა
ის ცრემლიანი სიმღერა
ის მის შვილს მოინახულებს
ხოლო ჩვენ ჯერაც ვერ ვხვდებით
იმ წამს რა ბედნიერი ვართ
როცა ბუმბერაზს ვეხებით
დიდება დიად მაესტროს
რაინდს არწივს და ნიკალას
სწორედ ასეთი ხალხია
ქართველებს გზას რომ გვიკვალავს…
პ.ს.
ერთხელ ხმის პულტი გაფუჭდა
უმიკროფონოდ იმღერა
დარბაზი ლამის დაინგრა
თან გრძელი იყო სიმღერა
მე დედამიწა ვიმღერე
მითხრა ვხარობ რომ გხედავო
შენ რა მაგარი ბიჭი ხარ
მაგ თემაზე რომ ბედავო
მერე ეს ფოტო დაიდო
და უმალ გადმოვიწერე
ბევრი ვიფიქრე და ბოლოს
მის სულს ეს ლექსი მივწერე.”