საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაჭრეს. ცოტნეს ჯერ თბილისში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაამგზავრეს, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
როდესასც სასიცოცხლო საფრთხე აღარ იყო, ის რეაბილიტაცისთვის გერმანიაში გაემგზავრა. ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობით საზოგადოება მუდმივად დაინტერესებულია.
გამსახურდიას ცოლმა, ანა ჯაბაურმა ქმართან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და კლინიკას მადლობა გადაუხადა.
„საავადმყოფოებში ერთწლიანი „გამოკეტვის“, ტოტალური, გერმანული „ლოქდაუნის“, საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს.
მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით “, – წერს ანა ჯაბაური.