“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღებანდელ გამოსვლას ეხმანება.
“ახალი პოლიტ-ანეგდოტი.
– საქართველოს მთავრობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველო ეკონომიკის ზრდით საგრძნობლად უსწრებს ევროკავშირის ქვეყნებს.
– ანუ გამოდის რომ ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში საქართველოზე ჩამორჩენილი ევროკავშირის ქვეყნები ჩვენს ეკონომიკას უნდა ჩამოეკიდონ და ეს მაჩანჩალები ჩვენს ხარჯზე უნდა იყვნენ.
— როდესაც ასე მოხდა ბრიტანეთის შემთხვევაში , როდესაც ბრიტანეთის ეკონომიკამ საგრძნობლად გაუსწრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკას – გამოაცხადეს “ბრექსიტი ” და ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან.
— თუ საქართველო ისეთი აყვავებულია, როგორც დღეს გვითხრეს – მაშინ საქართველომაც უნდა მიბაძოს ბრიტანეთს, გამოაცხადოს უარი ევროკავშირის სტატუსზე და ამითი ჩამოიცილოს ჩვენზე დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები.
— მეტი საქმე არ გვაქვს რომ ჩვენნაირმა გაფურჩქნულმა და აშენებულმა ქვეყანამ ეს მუქთამჭამებლები და ჩამორჩენილი ეკონომიკის ქვეყნები ( გერმანია,ბელგია,საფრანგეთი,იტალია და ა.შ. ) აიკიდოს და არჩინოს.
P.S. ფრთხილად ქართველებო – 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის არნახული აყვავების ფონზე ახლა დაიძრება ფრანგი, გერმანელი,ავსტრიელი და იტალიელი არალეგალი ემიგრანტები ევროპის ქვეყნებიდან ,დაგვიწყებენ ხვეწნას ზესტაფონში ან ლანჩხუთში მოხუცების მომვლელებათ დაგვასაქმეთო.