TasteAtlas-მა 2023 წლის „საუკეთესო ღვეზელად “ხაჭაპური დაასახელა. ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ჩემი წინა სტატუსი Taste Atlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულოს არასათანადოდ დაფასების შესახებ, ხომ გახსოვთ?
ხოდა, უმუშავია ქართველების კოლექტიურ აღშფოთებას: იმავე TasteAtlas რეიტინგით და სრულიად სამართლიანად
ps მეტიც, პირველზე ჩვეულებრივი (იმერული, სავარაუდოდ) ხაჭაპურია და მეოთხეზე – აჭარული“.