ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
კანდიდატის სტატუსი უმაღლესში ჩაბარებასავითაა, რომ გგონია, დაასრულე რაღაც, სწორედ იმ დროს იწყება.
ვისი შრომით და რითი დავიმსახურეთ? – მე მგონია, რომ ძლივს, საქართველო ისტორიის მანძილზე იღბლიანი აღმოჩნდა.
ჰოდა, გავუფრთხილდეთ ამ ფორტუნას.
გილოცავთ!
ახლა მაინც დავიწყოთ განვითარება – წერს გამზარდია.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.