პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაუჭერდა თუ არა ელისო ბოლქვაძე მხარს ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას.
„თქვენ იცით, მე რომ პიანისტი ვარ, ხომ იცით? მუსიკოსი ხომ ვარ, „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რატომ არ უნდა გააკეთონ უმრავლესობის დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები, ბოლქვაძე პასუხობს.
„მე მაქვს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც ჩამოვედი საქართველოში, „ოცნებაში“ იმიტომ მოვედი, რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მევალება“. – ამბობს ბოლქვაძე და აღნიშნავს, რომ ის პოლიტსაბჭოს პარტიულ შეხვედრებს არ დასწრებია და „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციაზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მივიდა.