“…მარსის კოლონიზაცია იწყება, ჩვენთან თურმე საცობებს watts app-ში აგვარებენ” – სოციალურ ქსელში თბილისში არსებულ საცობებზე წერენ. პოსტს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავ” აქვეყნებს:
“გუშინ თბილისში რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ თბილისის მერიას არ აქვს არავითარი გეგმა საცობების აღმოფხვრისთვის, მეტიც, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს უფროსმა ავტოსაგზაო შემთხვევებსაც კი დააბრალა გუშინდელი კოლაფსი და ამას ვიღაც მართლა დაიჯერებს 🙃
2023 წელი სრულდება და იმის ფონზე, რომ მარსის კოლონიზაცია იწყება, ჩვენთან თურმე საცობებს watts app-ში აგვარებენ “mzevar” და “piar ” .
სად არის ჭკვიანი კამერები, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური თანამგზავრიდან დაკვირვება და ა.შ. რომლებიც მიმართული უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარებაზე ?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია არის ჩვენ მიერ არჩეული და დაქირავებული სტრუქტურა, რომელმაც ისე უნდა მართოს ქალაქი, რომ თბილისის მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები, გუშინ ეს ყველაფერი ნამდვილად არ იგრძნობოდა (ძირითადად ყოველთვის ასეა). მოქალაქეს, რომელიც დილით მიდის სამსახურში, მთელი დღე მიზერულ ხელფასზე მუშაობს და რომლის გადასახადებითაც ბიუჯეტი ივსება, სამსახურში წასვლა და სახლში დაბრუნება ნერვებისა და დროის ფასად უჯდება, თუნდაც ავტომობილით და თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა არ მუშაობს, მერიას სადავეები გაექცა ხელიდან ❗️
ცალკე აღებული ავტობუსის ზოლები, სადაც დაბურულმინებიანი მანქანები უფრო მეტია, ვიდრე ავტობუსი, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ, მეორე მხრივ, ქალაქის ქაოსური განაშენიანება მიმდინარეობს❗️
ეს უნდა იყოს მოქალაქეებზე მორგებული ერთი მთლიანი სისტემა, რათა შევძლოთ, უსაფრთხოდ ვიაროთ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით , ეკომეგობრული ტრანსპორტითა და ავტომობილით❗️
ფაქტია, ვერ აგვარებთ ამ ყველაფერს და ჩამოიყვანეთ უცხოელი გამოცდილი ექსპერტები, გააკეთეთ საჯარო განხილვა, მოიწვიეთ ყველა დაინტერესებული პირი (არა მარტო თქვენთვის მისაღები პირები) და ერთად ყველამ გადავწყვიტოთ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს თბილისი, რათა უმთავრესი პრობლემა, ქაოსური განაშენიანება, საცობი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა, მოგვარდეს, ასე ხდება ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქალაქში და ასე უნდა მოხდეს აქაც🤝
ეს ქალაქი და ქვეყანა ხალხისაა და არავის დაუტოვებია თქვენთვის ძღვენად, თქვენც ხალხის მიერ ხართ არჩეული და ხალხი გიხდით ხელფასს, ამიტომ კეთილი ინებეთ და ემსახურეთ ხალხს❗️”