საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოს მოსახლეობას მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს და ხალხს სოფლებში გადასვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ფხაკაძე ამბობს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა გვეგონოს, რომ ამ მოკლე პერიოდში ვაქცინა მოქალაქეებს დაიცავს, რადგან იგი შესაძლოა მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს გაუკეთდეს.
გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინები ფიზიკურად არ არის.
„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.
ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.