Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

„თუ ამას კითხულობთ, ე.ი. აღარ ვარ“ – ტელეწამყვანის უცნობი ანდერძი, რამაც ოჯახი შოკში ჩააგდო

February 1, 2021
„თუ ამას კითხულობთ, ე.ი. აღარ ვარ“ – ტელეწამყვანის უცნობი ანდერძი, რამაც ოჯახი შოკში ჩააგდო

ცნობილი ტელედიქტორი ნუგზარ ჯუღელი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ქვეყანაში ტელელეგენდებად თვლიან. მან საქართელოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ 36 წელი იმუშავა. იყო სანფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანი და სპორტის კომენტატორი. ის 2019 წლის სექტემბერში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილ ტელეწამყვანის მიერ დატოვებულ ანდერძს ჟურნალ „სარკესთან“ მისი შვილიშვილი, ლიკუნა რევიშვილი იხსენებს:

„უცნაური ამბავი ის არის, რომ გარდაცვალებამდე ეს ანდერძი არავის გვინახავს. არადა ოთხი წელი იწვა და მის ნივთებში მხოლოდ ჩვენ ვიქექებოდით. თავის უჯრაში ჰქონდა რაღაც ძველებური ნივთები და მსიამოვნებდა მასში ქექვა. ის წერილი კი მართლა არავის ჰქონდა ნანახი, რაც ძალიან უცნაური იყო. შოკი იყო ამ წერილის პოვნის ამბავი.

იწყებოდა იმით, თუ ამას კითხულობთ, ესეიგი აღარ ვარო. გვთხოვდა, არავინ შეგვეწუხებინა. მთელი ცხოვრება ასე იყო – არავინ, არასოდეს შეუწუხებია. წერდა, ესეიგი ჩემს ლამაზ დედასთან წავედიო. სულ ამბობდა, სიკვდილის არ მეშინიაო. მამაჩემი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და გიჟდებოდა, ისე უყვარდა თავისი სიძე ნუგზარს. დედაჩემი ხუმრობდა ხოლმე, მე უფრო ვიყავი ნუგზარისთვის რძალი, ვიდრე გია სიძეო.

გვწერდა, რომ არავის ენახა მისი ცხედარი, გარდაცვალებიდან მესამე დღეს დაგვეკრძალა და ქელეხი არ გადაგვეხადა. თუ საშუალება გექნებათ, ვინმე ბავშვს დაეხმარეთ და მას აჩუქეთ სიცოცხლე ჩემს სახელზეო. ასეც მოვიქცეით. დედაჩემმა სოციალურ ქსელში ნახა ბავშვის ფოტო, რომელიც იწვა იაშვილის კლინიკაში და ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. დედა მივიდა მშობლებთან, უთხრა, რომ მათთან კონვერტი გაატანეს, დაუტოვა ფული და გამოიქცა. ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც ნუგზარს უნდოდა.

ვერ იტანდა ქელეხებსა და ღრეობებს. ცხოვრებაში ხორცი არ უჭამია, ვეგეტარიანელი იყო. სახლში მისვენებულს როგორ ეფერებოდა ჩვენი ძაღლი, არასოდეს დამავიწყდება. კოცნა რომ დაუწყო, ვერ მოაშორეს. საფლავიც მორიდებული გამიკეთეთ, ქვა არ დამადგათო, ითხოვდა წერილში. დედაჩემის გარდა, არავის უნახავს მიცვალებული ნუგზარი“, – ყვება ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი, ლიკუნა რევიშვილი.

„თუ ამას კითხულობთ, ე.ი. აღარ ვარ“ - ტელეწამყვანის უცნობი ანდერძი, რამაც ოჯახი შოკში ჩააგდო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge