ჟურნალი „კარიბჭე“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა სქემმონაზონი ნინო (აქიაშვილი). დედა ნინო მეუფე იობის ხორციელი და გახლავთ.
ვუსამძიმრებთ მეუფეს და მთელ ეპარქიას.
დაკრძალვა სამშაბათს, 2 საათზე, ურბნისის წმიდა ნინოს დედათა მონასტერში.
გთხოვთ, მოიხსენიოთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული სქემმონაზონი ნინო“, – აღნიშნულია პოსტში.