“არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად… ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას” – ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს.
“4 დეკემბერს თბილისის დროით 22:51 ზე ვენერა ტოვებს თავისი მმართველობის ნიშანს- სასწორს და მორიელის ზოდიაქოში გადადის. ეს მისი გაძევების ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს რომ აქ უჭირს თავის გამოვლენა და ცოტა არაადექვატურადაც კი იქცევა.
მორიელი ვნებიანი, იდუმალი და პროვოკაციული ნიშანია. ვენერას აქ მოძრაობის პერიოდი გამორჩეულია ხოლმე მაღალი ემოციურობით. ადამიანები ბევრად უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ხშირად ნებისმიერი წვრილმანის დრამატიზირებას ახდენენ…
ამავდროულად ძლიერდება ვნება და სექსუალური მოთხოვნილებები, რასაც ფონად სდევდეს მესაკუთრული გრძნობები და ეჭვიანობა. გრძნობები იმდენად შეიძლება მოზღვავდნენ, რომ პიროვნებას გაუჭირდეს მათი კონტროლი. ადრენალინის მოთხოვნილება მატულობს, თანაც როგორც ცნობილია – აკრძალული ხილი უფრო გემრიელია, და ადამიანები თითქოს ნებით ეძებენ ხიფათს და თავგადასავალს. იზრდება შემთხვევითი ურთიერთობების რიცხვი, შედეგად კი მატულობს ‘’ვენერიანული ‘’ დაავადებების და არასასურველი ფეხმძიმობების რისკიც.
არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას! ამ დროს დაწყებული ურთიერთობები ძირითადად ემყარება ვნებას და როგორც კი ლტოლვა ნელდება, კავშირებიც ირღვევა ხოლმე. მეორე არცთუ უკეთეს ვარიანტში- ამ დროს ადამიანებს პარტნიორისაგან მატერიალური სარგებლის მიღების სურვილი ამოძრავებთ.
ვენერას ტრანზიტი მორიელში საკმაოდ არაერთგვაროვანი დროა უძრავი ქონების შესაძენად, ინვესტიციის ჩასადებად რაიმე სახის ერთობლივ ბიზნესში, ფულის გასასესხებლად თუ კრედიტის ასაღებად. აქ ყველა დეტალს აწონ-დაწონვა და საფუძვლიანი შესწავლა უნდა, რადგან ერთის მხრივ მორიელი კი გახლავთ ბიზნესისა და კრედიტების თემაზე პასუხისმგებელი, მაგრამ თავად ვენერა აქ კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. ამიტომ დაწვრილებით უნდა გაირკვეს ყველა დეტალი, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ.
ამ პერიოდის ძირითადი რეკომენდაციები იქნება:
1.ეცადეთ არ აკრიტიკოთ ახლობლები, პატივისცემით მოეპყარით მათ გრძნობებს.
2. ნუ მიიღებთ უცაბედ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს.
3. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას
4. ნაკლები ფლანგეთ.
5. ყური უგდეთ საკუთარ ინტუიციას.
იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროთ, რას მოგიტანთ ვენერას ინგრესია, შეხედეთ თქვენს პირად რუკას, ნახეთ, რომელი სახლში ხვდება მორიელის პირველი გრადუსები, სწორედ იმ სახლის თემები გაგიაქტიურდებათ ახლა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანფორმაციებიც კი დაგეწყოთ. ვერ ვიტყვი რომ ეს ვენერასთვის ძალიან კარგი მდგომარეობა იყოს, თუმცა გამართლებას ზოგიერთ ჩვენგანს მაინც მოუტანს .ცხადია ეს ისინი იქნებით ვისაც ვენერა, მზე, ასცენდენტი ან დესცენდენტი მორიელში გყავთ. აგრეთვე წლის და მიწის სხვა ვენერების და მზის პატრონებსაც, გარდა კუროებისა. რაში გამოიხატება ეს? სასიყვარულო და ფინანსურ წარმატებებში
თუ თავად ვერ ახერხებთ გაერკვეთ, მომმართეთ კონსულტაციისათვის პირადში, ამ საკითხთან დაკავშირებული ნახევარსათიანი კონსულტაციის ფასი იქნება მხოლოდ 50 ლარი.
ვენერა მორიელში 30 დეკემბრის ჩათვლით დარჩება”
