ნინო ჩხეიძე ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული სახეა. მის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი დაწერილა. მისი პირადით კი საზოგადოების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო და დღემდე ასეა. მომღერლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე თავად იშვიათად აკეთებს კომენტარს. გთავაზობთ 6 სკანდალურ ფაქტს, რომელიც 39 წლის მომღერლის სახელს უკავშირდება.
დავიწყოთ ბოლო სკდანალით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „გაცოცხლდა“.
მომღერალი ინდირა ჯგერნაია გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო, მან გადაცემაში „ქართული ვოისი“ მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
მომღერალმა გადაცემაში განაცხადა, რომ „ქართულ ვოისში“ მენტორი თავის სურვილით ვერ აირჩია, მან ასევე მომღერალ ნინო ჩხეიძის შესახებ აღიარება გააკეთა:
„ხუთივე მენტორი შემობრუნდა… არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით მესამე ოქტავის „სი” ბგერა. ნინო ჩხეიძემ დაიხვია ენაზე, რომ იცით, რა? ინდირა სცენაზე გასვლამდე სვამდა, ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს ყელი რომ გაგიხსნა, დაელია მასაც და ემღერა ჩემს ხმაზე.” – ამბობს ინდირა.
ია ფარულავამ გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ დაურეკე მომღერალ ნინო ჩხეიძეს აღნიშნულ საკითხზე საუბრისთვის, თუმცა ია ფარულავას, ნინო ჩხეიძემ ასე უპასუხა:
„ინდირას რეიტინგს ვერ ავუწევ და ვერ მოვალ” – ჩხეიძის ამ პასუხზე ინდირა ჯგერნაიამ თქვა, რომ ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არავის სჭირდება.
„შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები“- განაცხადა ინდირამ.
2010 წელს ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე სკანდალში გაეხვა.
კომპოზიტორმა ალინა ცხომარიამ მას სასამართლოში უჩივლა და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. კომპოზიტორის თქმით, მისი სიმღერა „სატრფიალო“ ნინომ დაამახინჯა.
მომღერალს კი 50 ათასი ლარის გადახდა მოუწრია.
სკანდალში გაეხვა 2017 წელს ნინო ჩხეიძე, ნიკა არაბიძესთან და ვახო ბიჭიკაშვილთან ერთად სოჭში გამართული კონცერტის გამო.
„კომედი შოუს“ მსახიობებისა და მომღერალ ნინო ჩხეიძის სოჭში გამართულმა კონცერტმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილში აგრესია გამოიწვია.
კონცერტი სოჭში 14 მაისს გაიმართა და მასში ადგილობრივი ანსამბლი „ივერიაც” იღებდა მონაწილეობას. კონცერტი ზამთრის ბაღში ჩატარდა და ბილეთის ფასი 800 რუბლიდან იწყებოდა. სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, ნინო ჩხეიძემ და იუმორისტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრობა იმ ფაქტით ახსნეს, რომ მათ ქართველ ემიგრანტებს უმღერეს.
კიდევ ერთი დიდი სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, იმის შესახებ, რომ ნინო ჩხეიძე და ქმარს დაშორდა.
ნინო ჩხეიძის და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ყვითელ პრესაში ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა.
გიორგი უკრაინაში იყო, ნინოს კი თბილისში. თუმცა მომღერალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სამსახურის გამო ხდებოდა და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს დაშროდნენ.
დაპირისპირება ნინო ჩხეიძისა და მანჩო გიორგობიანს შორის, რომელიც მას შემდეგ „გაჩაღდა“, რაც „რუსთავი 2″-ს კომედიურ შოუში მანჩო გიორგობიანი გააშარჟეს. მანჩო გიორგობიანმა „კომედი შოუს” მიერ შექმნილი მისი პროტოტიპი ნინო ჩხეიძეს შეადარა, რომელიც მსგავსი სიტყვებით დაახასიათა – „ზმურტლიანი თმით და მანერები”..
ნინო ჩეიძე და მარინა ბერიძე
მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროდიუსერი გამოეხმაურა ნინო ჩხეიძის უკმაყოფილებას, რომელიც, მომღერლის თქმით, “რუსთავი-2”-ზე პროექტ „მხოლოდ ქართულის” გამოჩენამ გამოიწვია.
ნინო ჩხეიძის თქმით, პროექტი „მხოლოდ ქართული” სწორედ გადაცემა “ქართული ფანოღის” ერთგვარი სახეცვლილებაა და თავის დროზე “საქართველოს ფანოღის” ხელახალი შეფუთვის პროექტი არხის დირექტორ ნიკა გვარამიას საერთო ნაცნობების მეშვეობით მიაწოდა, რათა ის არა „კომედი არხზე”, არამედ “რუსთავი-2-ზე” გასულიყო.
„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრად ტეხავს…”, – წერდა ნინო ჩხეიძე სოც.ქსელში. დავაში მარინა ბერიძე ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადექვატური და ძალიან სასაცილოა”, ასევე, დაამატა, რომ „ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს”:
„თუ მუსიკოსი ხარ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადექვატური და ძალიან სასაცილოა. რაღაც პროექტი რომ იყო „კომედი არხზე“ ვიცოდი, მაგრამ როგორც მახსოვს ის იუმორისტული პროექტი იყო. რანაირად შეიძლება იმ პროექტის გაიგივება გააკეთო ფანოღთან სადაც მე ვარ (და ნინომ ძალიან კარგად იცის, რა მაქვს გაკეთებული ჩემი ცხოვრების მანძილზე), სადაც გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძეა. ვერაფრით ვერ ვხვდები ამას. ისეთი შთაბაჭდილება მრჩება, რომ ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს.
წყარო: “დაიჯესტი”