Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

(ვიდეო) ფეისბუკი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობას ამცირებს

January 29, 2021
(ვიდეო) ფეისბუკი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობას ამცირებს

ფეისბუკის საინფორმაციო გვერდზე თანდათანობით შემცირდება პოლიტიკური შინაარსის შემცველი „კონტენტის“ რაოდენობა. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, მომხმარებლებს აღარ სურთ მუდმივად პოლიტიკური დავების შესახებ ინფორმაციის მიღება. ფეისბუკის მიზანი სოციალურ ქსელში საზოგადოების გაერთიანებაა და არა განსხვავებული პოზიციების გამო მისი გახლეჩა.  ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ კომპანია აღარ გაუწევს რეკომენდაციას იმ ჯგუფებს, რომლებიც  პოლიტიკური საკითხებით არიან დაინტერესებული.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ ჯგუფების საქმიანობა დროებით შეჩერდა და ალგორითმიც შეიცვალა. თუმცა ახლა ფეისბუკის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ეს შეზღუდვა გასცდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის შემცველი ინფორმაცია.

ცუკერბერგი წერს, რომ ბევრი ჯგუფი ფეისბუკს დეზინფორმაციისა და სიძულვილის მოედნად იყენებს. მისი თქმით,  სწორედ ეს იყო  6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის ერთ-ერთი მიზეზი.

როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს, მარკ ცუკერბერგს არ დაუზუსტებია, არც იმასთან დაკავშირებით გაუკეთებია განმარტება, თუ რა იგულისხმება პოლიტიკური შინაარსის ჯგუფებსა და პოსტებში.

 

წყარო: euronewsgeorgia.com

Tags: facebook

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვიზიარებ თქვენს ტკივილს…“ – რომის პაპი, ლეონ XIV, მიმართვას ავრცელებს
  • გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge