2024 წლის დადგომამდე კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა. ასტროლოგების თქმით, თითოეულ ადამიანს შეუძლია, ეს პერიოდი კარგად გამოიყენოს, რომ მომდევნო წელს არაერთი მიმართულებით წარმატებას მიაღწიონ. ნაკიანი წელიწადის შესახებ წარმოდგენები უძველესი დროიდან არსებობდა. 2024 კი სწორედ ნაკიანი წელია. ანუ, წლის განმავლობაში 366 დღე-ღამე იქნება, რაც 1-ით მეტია მარტივ წელიწადზე. ძველად თვლიდნენ, რომ ნაკიანი წლის პირობებში უფრო მეტი პრობლემა და გამოწვევა წარმოიშობა, ვიდრე ჩვეულებრივ.
ნაკიანი წელი ერთგვარ გამოცდად ითვლებოდა და მიიჩნევდნენ, რომ იმ წლის განმავლობაში რადიკალური გადაწყვეტილებები არ გაამართლებდა და წარუმატებლად დასრულდებოდა. ასევე, ნაკიანი წელი გლობალურ კატასტროფებსა და არასტაბილურობას მოასწავებდა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წელი, გარდა იმისა, რომ ნაკიანი წელიწადია, კარმული დროცაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ზუსტად იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს…
შეიძლება ითქვას, რომ ახლა დროის გზაჯვარედინზე, დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ. ყველაფერი მოძველებული, წარსულში დატოვებული აუცილებლად უნდა განადგურდეს, თუ გსურთ, რომ მომდევნო წლიდან თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოვიდეს.
ტრანსფორმაციის დრო: რა უნდა გააკეთოთ 2024 წლამდე?
- ასტროლოგების თქმით, თქვენი მომავალი, კეთილდღეობა თქვენსავე თავზეა დამოკიდებული. რწმენები, დამოკიდებულებები საწყის წერტილს უბრუნდება და ზუსტად იმ შედეგს გაძლევთ, რაც დაიმსახურეთ.
- დაფიქრდით, როგორ უყურებთ სამყაროს და რა გზავნილებს, აზრებსა და ემოციებს უშვებთ გარემოში. თუ ირგვლივ მხოლოდ ნეგატივს ხედავთ, სამყაროს აგრესიას, შურსა და ბოღმას უგზავნით, ეს ემოცია უკან დაგიბრუნდებათ და 2024 წლის განმავლობაში არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით.
- შეეცადეთ, წლის ბოლომდე საკუთარ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს გადახედოთ. დაფიქრდეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და გარკვეული საკითხების გადაჭრაზე. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი ნეგატიური ფიქრებისაგან. თუკი ახლა ცუდად ხართ, იმედგაცრუებას გრძნობთ, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ბრაზის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, უარი თქვათ წარსულის ნეგატიური გამოცდილებით ცხოვრებაზე და ახალი ფურცელი დაიწყოთ.
- იყავით სიახლეებისთვის მზად, გამოხატეთ სამყაროს მიმართ მადლიერება, საყვარელ ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ გიყვართ, თქვენს თავს გადაუხადეთ მადლობა ყველაფრისთვის – კარგი გამოცდილებისთვისაც და შეცდომებისთვისაც.
- შეხვდით 2024 წელს მშვიდად. ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანებსა და საქმეებზე ფიქრში, რომლებიც უკვე წარსულში დარჩნენ. მსგავსი დამოკიდებულებით, 2024 წელი თქვენთვის მშვიდი, წარმატებული, განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული იქნება.
- ისწავლეთ წარსულის გაკვეთილებისაგან, მაგრამ მანკიერი წრიდან აუცილებლად გამოდით! წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელი ნეგატიურ ემოციებს კვლავ უკან დაგიბრუნებთ.
ასტროლოგების თქმით, დეკემბრის ბოლომდე ადამიანებისათვის გლობალური ტრანსფორმაციის პერიოდია, როდესაც ყველას მოგვიწევს, საკუთარ შიშებს, ემოციებს ჩავუღრმავდეთ, არსებული საქმეები, ურთიერთობები გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ.
წინ იარეთ! ახლა შესანიშნავი პერიოდია, რომ მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებისაც გეშინოთ. იფიქრეთ სამსახურის შეცვლაზე, თუ მიგაჩნიათ, რომ ვეღარ ვითარდებით, ადამიანებთან ურთიერთობებს გადახედეთ, მასშტაბურ პროექტებსა და იდეებს შეეჭიდეთ. წარმატების დიდი შანს გაქვთ და 2024 წელიც, ამ კუთხით, არაერთ სიახლეს გპირდებათ.
წყარო:მარაო