ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს.
ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ზაფხულში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: “ჩემი სიყვარულის შესახებ’ – წერს ის.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა.