საკონსტიტუციო სასამართლოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ეხმაურება. ამასთან, ალეკო ელისაშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა დავით გარეჯზე დაკავებული კარტოგრაფების გათავისუფლება ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგს მიაწერა:
„პირველ რიგში, ვულოცავ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას!
“მაგარი” მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!”
თან იქამდე ნათქვამი აქვს, რომ პარლამენტში არ შევალ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიანო.
ეს ყველაფერი ნორმალურია?
პროკურატურამ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა და პატიმრობიდან გაათავუსუფლა ისინი.
პოლიტიკოსების შეთანხმება, რომ საბოლოოდ მართლმსაჯულების პროცესებზე აისახება, ჯერ ეს არის პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტში.
და მერე, ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ ეს სატრაბახო ჰგონია ძალიან უხერხულია!“– წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.