ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ციტრუსები სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. მანდარინი კი გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. ბევრი მშობელი მასთან სიფრთხილეს იჩენს და არ უნდა, რომ ბავშვმა ბევრი მიირთვას. პატარებს კი მისი ჭამა არ ბეზრდებათ. რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის?
როდის წამლავს მანდარინი ბავშვს?
ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მანდარინმა ბავშვი მოწამლა. საქმე ისაა, რომ მანდარინს ბავშვები როგორც წესი, არ რეცხავენ – მხოლოდ ფცქვნიან. დაბინძურებულ კანზე მოხვედრილი ხელი რბილობსაც ეხება. ამით ბავშვის ორგანიზმში მიკრობები იჭრება და სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. ამიტომ გაფცქვნამდე მანდარინი კარგად უნდა გაირეცხოს.
ამდენი გამაფრთხილებელი მოწოდების მიუხედავად, მანდარინი მაინც ძალიან სასურველ და სასარგებლო ხილთა შორის მოიაზრება.
მანდარინის სამკურნალო თვისებები
მანდარინი არა მხოლოდ გემრიელი ხილია, არამედ შეიძლება მისი გამოყენება სამკურნალო მიზნითაც. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის (ახლშობილებისათვისაც კი) და ავადმყოფი ადამიანებისათვის.
მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სადღესასწაულო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია.
მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს ლორწოსგან, ამიტომ თუ ბავშვს ხველა აწუხებს, რეკომენდებულია, დილით დალიოს ერთი ჭიქა მანდარინის წვენი, ხოლო ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში სვას.
მანდარინი კუჭ-ნაწლავსაც უხდება, განსაკუთრებით – მადის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დროს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მანდარინის წვენი ორგანიზმიდან ჰელმინთების (ჭიების) გამოძევებასაც უწყობს ხელს.
ამასთან, ციტრუსების უნიკალური თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ სიკეთეს, თუ ბავშვს მათზე ალერგია არ აქვს.
დისბაქტერიოზის დროს კარგი იქნება, მოუმზადოთ ბავშვს გემრიელი კერძი – მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის ქერქით. გრძელი ბრინჯი მოხარშეთ; ცალკე გაამზადეთ კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ქერქი და ბრინჯის მოხარშვამდე 10-15 წუთით ადრე ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ თავზე. დაატკბეთ გემოვნებით. აჭამეთ პატარას თბილ-თბილი.
მანდარინი იცავს ორგანიზმს კიბოსგან
იაპონიაში ჩატარებული პირველი სრულიად განსხვავებული კვლევის შედეგად დადგინდა რომ მანდარინის ხშირი მომხმარებელი კობითი დაავადებისაგან გაცილებით დაზღვეულები არიან. კვლევა ჩატარდა ქალაქ მიკაბისში 1073 ადამიანზე რომლებიც რეგულარულად ციტრუსებით იკვებებოდნენ.ტესტების შედეგად დადგინდა რომ მანდარინში არსებული ნივთიერება კაროტინი ამცირებს ადამიანებში არტერიების გამკრივების, ღვიძლისა და შაქრის დაავადებების წარმოქმნის რისკს.კიოტოს უნივერსიტეტში ჩატარებული სხვა კვლევის შედეგად კი დადგინდა რომ მანდარინის წვენის მომხმარებელი ნაკლებად ავადდებიან ჰეპატიტითა და ღვიძლის კიბოთი.
კვებითი ღირებულებები
100 გრ ახალი მანდარინი შეიცავს შემდეგ კვებით ღირებულებებს:
46 კ/კალ, 0.8 გრ პროტეინი, 11.6 გრ ნახშირწყლები, 0 ქოლესტერინი, 0.2 გრ ცხიმი, 0.5 გრ ბოჭკო, 18 მგფოსფორი, 49 მგკალციუმი, 0.4 მგ რკინა, 2 მგ ნატრიუმი, 126 მგ კალიუმი, 7.8 მგ მაგნიუმი, 420 ერთეული a ვიტამინი, 0.06 მგ b1 ვიტამინი, 0.2 მგ b2 ვიტამინი, 0.1 მგ b3 ვიტამინი, 0.067 მგ b6 ვიტამინი, 7.4 მკგ ფოლის მჟავა და 31 მგ c ვიტამინი.
საინტერესო ფაქტები
მანდარინი მდიდარია b და c ვიტამინით. მანდარინის კანი მდიდარია p ვიტამინით. კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, რკინის, ბრომი და ფოსფორის მინერალები მოიცავს. ზოგი პატარა მანდარინი ზოგ დიდ ფორთოხალზე მეტ c ვიტამინს შეიცავს.
მას ვისაც ფორთოხლის მონელება უჭირს მანდარინის მონელება გაცილებით გაუადვილდება. სისხლს წმდენს. გულისძაღრვთა დაავადებების კარგი სამკურნალო საშუალებაა. ქოლესტერინიცაა და წნევის დაწევაში ეფექტურია. არტერიების გაქვავებასა და ინსულტის სამკურნალო საშვალებაა.ამშვიდებს ნერვებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას.ვახშმობის შემდეგ 1-2 მანდარინი ეხმარება ჩაძინებაში მათ ვისაც უძილობა აწუხეს. თირკმლისთვის სასარგებლო ხილია. თირკმელს იცავს ქვების წამოშობისგან. მანდარინი შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს რაც იძლევა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა.