გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” ნანიკო ხაზარაძე, სალომე შარვაძე და გია ჯაჯანიძე შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობენ.
ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
სალომე შარვაძეს ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს, რადგან არაერთ წარმატებულ ტელესერიალში თამაშობდა. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ქეთის როლმა მოუტანა.
სალომე ადრე მშობლებს გოგონების განსაკუთრებულად აღზრდისა და მათში საკუთარი თავის სიყვარულის ჩანერგვისკენ მოუწოდებდა:
„გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. შვილს დედისა და მამის სიყვარული კი უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ისეთი დროა, მგონი, საკუთარი თავის სიყვარული გაასმაგებულად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავის იმედი რომ ჰქონდეს და სხვა ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონებისთვის საიმედო საყრდენი მშობლებიც კი არ არიან. რას ჰქვია, არ მიიღებს?! უნდა მიიღოს, თავზე ხელიც უნდა გადაუსვას და მხარში ამოუდგეს“, – ამბობდა მსახიობი.
გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი 17 წლის ასაკში შეირთო, მაგრამ მალევე დაშორდა. ტელეწამყვანს ყოფილ ცოლებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს. გიას ქორწინებებიდან 2 ქალიშვილი ჰყავს.