Tuesday, February 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეხვედრიდან გამოვიტანე მეტად სასიხარულო დასკვნა, სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები” – გოცირიძე

November 24, 2023
“მე ვამბობ, რომ თქვენი ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები, თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ და დააჯარიმებთ ” – გოცირიძე “ოცნებას”

შეხვედრიდან გამოვიტანე მეტად სასიხარულო დასკვნა, სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები – ამის შესახებ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დღევანდელი შეხვედრიდან პირადად ჩემთვის გამოვიტანე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც არ უნდა ჩიპიანი პასპორტის აღება, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი. მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში მხოლოდ 64 მა მოქალაქემ განაცხადა ე. წ. რელიგიური მოსაზრებით ელექტრონული მოწმობის აღებაზე და სავარაუდოდ, მხოლოდ 600 კაცი შეიძლება იყოს ასეთი, რომელსაც ეშინია ჩიპში ურჩხულების. ეს არის კარგი შედეგი და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობა ვერ გამოცვალეს მრავალი მიზეზის გამო, ერთი ის, რომ ფული არ აქვთ, ასევე 2011 წლამდე უამრავი ჩვენი მოქალაქე გავიდა უცხოეთში და ამიტომ მივიღეთ მთავარი გადაწყვეტილება, ადამიანს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, პენსიონერს მივიდეს რაიონულ ცენტრში ან სადმე და გადაიხადოს ფული, მიუტანენ სახლში. სოფლის ცენტრში მივა მანქანა წინასწარ განსაზღვრული სიით, უფასოდ, ყველა მიიღებს პირადობის მოწმობას. 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, ვინაიდან 2011 წელს შემოვიდა უკვე ჩიპიანი პირადობა. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ახლა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია მედიით, ყველა მიმართულებით და ვისაც არ შეუძლია, ოჯახში უნდა მიუტანონ პირადობის მოწმობა”- განაცხადა გოცირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს
  • სუს-ი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge