Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

November 23, 2023
7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კერ­ძი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უკვე სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლად იქცა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წარ­მოდ­გე­ნა­ში ახალ წელ­თან ასო­ცირ­დე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ 7 კერძს, რომ­ლე­ბიც ახა­ლი წლის სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს.

გო­ზი­ნა­ყი

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

ცოტა რამ ასო­ცირ­დე­ბა ახალ წელ­თან ისე, რო­გორც გო­ზი­ნა­ყი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძვე­ლი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნით თაფ­ლი და ნი­გო­ზი წმინ­და საკ­ვე­ბად ით­ვლე­ბო­და და „ბა­ტო­ნებს“ სწი­რავ­დნენ. მისი მომ­ზა­დე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, თუმ­ცა კარ­გი გო­ზი­ნა­ყი ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. იდე­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა ღია ფე­რის, მსხვრე­ვა­დი ნუგ­ბა­რი, რო­მელ­შიც ნი­გო­ზი თა­ნა­ბარ თხელ ფე­ნე­ბა­დაა დაჭ­რი­ლი.

სა­ცი­ვი

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

სა­ცი­ვი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­სუ­ლი კერ­ძია. მომ­ზა­დე­ბის მცი­რე ნი­უ­ან­სე­ბი გა­ნას­ხვა­ვებს ერ­თმა­ნე­თის­გან გუ­რი­ა­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და იმე­რეთ­ში დამ­ზა­დე­ბულ სა­ცივს. თუმ­ცა რთუ­ლია კერძს რო­მე­ლი­მე კუ­თხის სა­ხე­ლი მი­ვა­ნი­ჭოთ მისი გავ­რცე­ლე­ბის ფარ­თო არე­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ­სე­ბობს ვერ­სი­აც, რომ ის ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის საჭ­მე­ლია.

სა­ცი­ვის რე­ცეპ­ტი გვხდე­ბა ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის წიგნ­შიც, თუმ­ცა მი­სე­ულ რე­ცეპ­ტში თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ნი­გო­ზი და ბევ­რი ძმა­რია.

იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

ფოტო „გუნ­დას“ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან

იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი ნე­ბის­მი­ე­რი სუფ­რის გა­ნუყ­რე­ლი კერ­ძია. ასეა ახალ წელ­საც. რთუ­ლია მო­ძებ­ნო სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა, რო­მელ­ზეც იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი არ იქ­ნე­ბა. იდე­ა­ლუ­რი იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბის მთა­ვა­რი წესი ბევ­რი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმე­რუ­ლი ყვე­ლია. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი ხში­რად ისე­თი არ გა­მო­დის, რო­გო­რიც სა­ჭი­როა. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის ის „გუნ­და­ში“ შე­უკ­ვე­თოთ. არ­ტი­ზა­ნუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე გთა­ვა­ზობთ 6-ნაჭ­რი­ან იმე­რულ მო­ტა­ფულს ან 6-ნაჭ­რი­ან იმე­რულ კე­ცის ხა­ჭა­პურს. მო­ტა­ფუ­ლი თხე­ლი ცო­მით ადა ჩვი­ლი იმე­რუ­ლი ყვე­ლით მზად­დე­ბა. კეც­ზე გა­მომ­ცხვა­რი იმე­რუ­ლი უფრო სქე­ლი და მსუ­ყეა. ის ბავ­შვო­ბა­ში, ზამ­თრის­პირ­ზე, ბე­ბოს გა­მომ­ცხვა­რი ხა­ჭა­პუ­რის გე­მოს მოგ­ვა­გო­ნებს.

შემ­წვა­რი გოჭი

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

შემ­წვარ გოჭს ხში­რად შეხ­ვდე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის კი ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კერ­ძია. გო­ჭის ხორ­ცი უფრო გემ­რი­ე­ლია, რო­დე­საც ის თო­ნე­ში ცე­ცხლზე არის შემ­წვა­რი. გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კერ­ძი სუფ­რა­ზე მი­აქვთ დაჭ­რი­ლი ან მთლი­ა­ნად შემ­წვა­რი გოჭი მწვა­ნი­ლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

აჩმა

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

ფოტო „გუნ­დას“ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან

სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს შო­რის აჩმა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ის ქარ­თუ­ლი გას­ტრო­კულ­ტუ­რის შე­დევ­რად ით­ვლე­ბა და ხა­ჭა­პუ­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. აჩმა ყვე­ლა­ზე მე­ტად აფხა­ზეთ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამად სი­ტყვის ეტი­მო­ლო­გი­აც მოწ­მობს – „აჩ“ აფხა­ზუ­რად პურს ნიშ­ნავს.

სა­ა­ხალ­წლოდ ნამ­დვი­ლი აფხა­ზუ­რი აჩ­მის შეკ­ვე­თას „გუნ­და­ში“ შეძ­ლებთ. დიკა ხორ­ბლის გუნ­და, სულ­გუ­ნი და ჭყინ­ტი კაზ­ლა ყვე­ლი, კვერ­ცხი და კა­რა­ქი – ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი მცხობ­ლე­ბის ხელ­ში ხან­გრძლივ და შრო­მა­ტე­ვად პრო­ცესს გა­დის. უკვე მზა­ო­ბამ­დე მი­სუ­ლი აჩმა, ბოლო წუ­თებ­ში, „გუნ­დას“ არ­ტი­ზა­ნულ ღუ­მელ­ში ყოვ­ნდე­ბა, შე­შა­ზე იბ­რა­წე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს იძენს, მა­დი­საღ­მძვრელ შე­ფე­რი­ლო­ბას­თან ერ­თად.

ჩურ­ჩხე­ლა

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტკბი­ლე­უ­ლი ჩურ­ჩხე­ლაა. გო­ზი­ნა­ყის მსგავ­სად ისიც ნიგვზით მზად­დე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს თხი­ლი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩი­რის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩურ­ჩხე­ლაც. რო­გორც წესი, ჩურ­ჩხე­ლას ახალ წლამ­დე 1-2 კვი­რით ადრე ავ­ლე­ბენ ოჯა­ხებ­ში, რათა გაშ­რო­ბა მო­ას­წროს. მა­ღა­ზი­ებ­ში სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩურ­ჩხე­ლა­საც შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც ბა­და­გის ნაც­ვლად ხი­ლის წვე­ნით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლი

7 რამ, რაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

ფოტო „გუნ­დას“ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან

ეს გახ­ლავთ ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის ხა­ჭა­პუ­რი მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხით. გუ­რულ ღვე­ზელს ტრა­დი­ცი­უ­ლად გუ­რუ­ლე­ბი სა­შო­ბა­ოდ ან ძვე­ლით ახა­ლი წლის­თვის, კა­ლან­დო­ბის­თვის აკე­თებ­დნენ. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ეს კერ­ძი ახა­ლი წლის სუფ­რის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლიც გახ­და. არ­ტი­ზა­ნულ სა­ხა­ჭა­პუ­რე „გუნ­და­ში“ გუ­რულ ღვე­ზელს ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ამ­ზა­დე­ბენ. გულ­სარ­თის­თვის წი­ნას­წარ შე­ბო­ლილ კვერ­ცხს მსხვი­ლად ჭრი­ან და ხე­ლურ ჭყინტ ყველ­სა და სულ­გუნს ურე­ვენ. ხა­ჭა­პუ­რის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის მსგავ­სად გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლის შეკ­ვე­თა „გუნ­და­ში“ 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაფრთხილება მძღოლებს – 20 ივლისამდე ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge