თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია..
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს.
ქეთი ჟღენტი მრავალშვილიანი დედაა, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, სწავლობს, ჩართულია საოჯახო ბიზნესში და შვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს. ქეთის გამომწერები წერენ, რომ ის ახალგაზრდა დედებისთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დრო გამონახო ყველაფრისთვის, რაც მნიშვნელოვანია.
ქეთი 19 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა და სამოდელო კარიერაზე უარი თქვა. როგორც ის განმარტავს, მოდელობა არ ენატრება და გამომწერის კითხვაზე, ნანობს თუ არა პატარა ასაკში დაოჯახებას და კარიერის მიტოვებას, პასუხობს, რომ არაფერს ნანობს.