როგორ შევარჩიოთ სწორი ზომა ქაღალდისა და ფანქრის გამოყენებით.
ტკივილი, დისკომფორტი, კანის დაზიანება არის პირველი, რასაც წააწყდებით პატარა ზომის ფეხსაცმლის ტარებისას. ფეხი როგორღაც „მოერგება“ ფეხსაცმლის ფორმას და, შედეგად, შეიძლება ველოდოთ ვალგუსურ დეფორმაციას, კოჟრების გამოჩენას ფალანგების სახსრების ზედაპირზე.
დიდ ზომის ფეხსაცმელს ბევრად იშვიათად ირჩევენ. დიდი ზომის ფეხსაცმელი უბრალოდ გვძვრება და მათში სიარული შეუძლებელია.
იდეალურ შემთხვევაში, ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს 1-1.5სმ სანტიმეტრი მარაგი – ეს იქნება თქვენი ზომა. მაგრამ თუ ფეხსაცმელს ყიდულობთ 2-3 ზომით დიდს, მაშინ ფეხი არ დაფიქსირდება და ტრავმის რისკი გაიზრდება. ასეთ ვითარებაში ფეხი შეიძლება „ჩავარდეს“ შიგნით ან გარეთ და დიდია ამოვარდნოლობის საშიშროება.
როგორ შევარჩიოთ სწორი ზომა? დადექით ფურცელზე მთელი წონით, შემოხაზეთ ტერფები ფანქრით, გაზომეთ მიღებული ნაკვალევი სახაზავით და დაამატეთ 1–1,5 სმ. ეს იქნება იდეალური ზომა თქვენი ფეხსაცმლისთვის. და კიდევ, სწორად შერჩეულ ფეხსაცმელში ხელის საჩვენებელი თითი უნდა ეტეოდეს ფეხის ქუსლსა და ფეხსაცმელს შორის.
ასევე ყურადღება მიაქციეთ არა მარტო ფეხსაცმლის ზომას, არამედ ფეხსაცმლის წვერის ფორმასაც. თუ ფეხსაცმელზე ფეხის დადებისას, თითები სცილდება მის კონტურებს, ასეთი ფეხსაცმელი გამოიწვევს მის ფორმაზე ფეხის დეფორმაციას.
წყარო:მკურნალი