“ვიცოდი, რომ ისე უნდა მევლო ქუჩაში, როგორც შინაგანად მდიდარ ადამიანს” – ამის შესახებ მოდელმა და ინფლუენსერმა ალექსანდრა პაიჭაძემ “ვიზიტორის” ეთერში განაცხადა.
“რომელი ბრენდები მოგწონს?
ვგიჟდები ბალენსიაგაზე, დემნაზე, მის კრეატიულობაზე, საოცარი კაბები აქვს, აი, კიმსაც რომ ეცა, წითელი. ასევე დევიდ კომა, მაჩ ენდ მაჩი. ზოგადად, ქართული რაც მესმის საერთაშორისო, თაყვანს ვცემ. სხვათა შორის, ამ კუთხით არ ვინებივრებ თავს, ოღონდ რატომ, არ ვიცი, გადავეჩვიე ტანსაცმლის ყიდვას. სულ მჩუქნიან, მიბარტერებენ. სხვა რაღაცებზე ვხარჯავ ფულს, ჩემს გოგოებთან ერთად ლანჩებზე, მოგზაურობაზე. სხვათა შორის, ვიკის პირველი დაბადების დღეს მონაკოში ჰქონდა, მშურს შვილო შენი-მეთქი. ვიკის გაუმართლა დედიკოშიც და მამიკოშიც, მისმა სულმა ამ ინკარნაციაში დაიმსახურა ყოველივე ეს. შეიძლება, ადამიანს უჭირდეს მატერიალურად, მაგრამ არ უნდა იწუწუნოს, უნდა ჰქონდეს უკეთესის იმედი. აი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, პიანინოები გავყიდეთ გვიჭირდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მუდამ ისე უნდა მევლო ქუჩაში, როგორც შინაგანად მდიდარ ადამიანს. ცოტა ხანი ვიგონებდი, რათა მომეზიდა ყოველივე კარგი და ასეც მოხდა”
