ნანიკო მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე ახალი იმიჯით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოთი გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო:
“ბავშვობიდან მიყვარს, ჯერ იქიდან, “მაესტროში” რომ მუშაობდა ნიკასთან ერთად. დავრეკავდი, ვმღეროდი და უამრავჯერ გავიმარჯვე. რა კარგი დრო იყო… ერთხელ ერთად ყვიროდნენ – ეს “ბელუქსის” დივანიც შენო, რომელიც სულ პატარა სტუდიაში ედგათ. ახლანდელთან შედარებით, ბევრად პატარა სტუდიები იყო, მაგრამ სიყვარული იყო ბევრად მეტი, ვიდრე დღეს…” – იხსენებს ნანიკოს ერთ-ერთი გამომწერი მისი ფოტოს ქვეშ; “ნანიკო, რა ლამაზი ხარ. არა, ლამაზი ისედაც ხარ, მაგრამ საოცრად გიხდება გაპრანჭვა”, “ულამაზესი ნანიკო” – წერენ კომენტარებში.