მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. მანიკამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოჯახი მისთვის უპირველესია და მეუღლესა და შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ამჯერად მანიკა “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-12 სეზონის ერთ-ერთი წამყვანია. ყველამ აღნიშნა, რომ ის იდეალურად გამოიყურებოდა. მანიკა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს სწორედ შოუს კულისებიდან აქვეყნებს.