მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და გათხოვებასა და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ ამბებზე ჰყვება.
„საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას… ძალიან სიმპათიური, კარგი, ჯანსაღი, არაეჭვიანი იყო ილიასი, ხან მე მივდიოდი, ხან ის ჩამოდიოდა…
ყველაფერი იცოდა, რაც შემემთხვა, თვითონ მოიკლა თავი, წამოდიო. წავედი, მე გარანტიები მჭირდებოდა, რომ მშვიდად ვიქნებოდი.
მინდოდა ამ ყველაფერს გავრიდებოდი, მაგრამ დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი. ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები და პასუხიც არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩემი ბრალია, ურთიერთობებში ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევ, ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ ნინა იყოს დამლაგებელი და არ გამოდის ჩემგან ეს.
არ ავყევი, ძალიან ბევრი რამე გავატარე, ვიფიქრე, შეიძლება საუბრით დალაგდეს-თქო, მაგრამ არ დალაგდა…“, – ამბობს ნინა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.