პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების – გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ვფიქრობ, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი!
რადგან, ამ სამეულმა ისე მოახვია საკუთარი მმართველობა ქვეყანას, არანაირი არჩევანი არ დატოვეს.
მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას, ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ.
მოკლედ, დღეს ყველა ზიანი კონკრეტულია! არანაირი ოპოზიცია, საუბარია ახალგაზრდებზე, ბიზნესის წარმომადგენლებზე, რიგითი ადამიანებზე, ისინი, ვინც თავს დამოუკიდებელ მოქალაქეებად გრძნობდნენ, დღეს კი, ისეთ ხაფანგში მოახვედრა ხელისუფლებამ, ყველანაირი პერსპექტივა წაართვა.
რაშიც „წარმატებულად” ეხმარება გაფეტიშებული სამეული და ფსიქოლოგიური შეტევას ახორციელებენ, რათა ავადმყოფობიდან გამომდინარე შიშის ფაქტორით, ბოლომდე გადატეხონ ადამიანებში ყველანაირი წინააღმდეგობის გრძნობა.
მოკლედ, უნდათ, არ უნდათ გაზაფხული მოვა, ამას ვერ გაექცევიან.
„ქართული ოცნებაც” ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, გამორიცხულია, უბრალოდ როგორ გაუშვებენ, აი მაგაზეა საუბარი…”- წერს დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.