ოპოზიციონერი პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“არის სიტყვები, რაც ცუდ განწყობილებაზე აყენებს ადამიანს. ყველაზე უსიამოვნო სიკვდილზე მინიშნებაა. მარკეტინგში ყველზე დიდი შეცდომა ისეთი მოწოდებებია, რომელიც ქვეცნობიერად სიკვდილზე დაგაფიქრებს.
ცუდი მარკეტინგული ლოზონგებია: 50 წიგნი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა წაიკითხო! 100 ფილმი, ხომელიც სანამ ცოცხალი ხარ უნდა ნახო! მერე მოდის ჩამონათვალი-ჯერ ერთი წაიკითხე, მერე მეორე და ასე უახლოვდები “სიცოცხლის ბოლოს”.
ო ჰენრის მოთხრობაში, “უკანასკნელი ფოთოლი” მოყოლილი ამბავი რაღაცით ჰგავს “უკანასკნელ წიგნებს”. პნევმონიით დაავადებული გოგონა (მაშინ ეს მძიმე სენად ითვლებოდა) სიკვდილის დღეებს ითვლის. გოგონამ ჩათვალა, რომ ფანჯრის წინ მდგომი ხიდან როცა ბოლო ფოთოლი ჩამოვარდება, მაშინ მოკვდება. ყოველდღე ფოთლების ცვენას ითვლიდა. დარჩა უკანასკნელი ფოთოლი. გადის დღეები, მაგრამ ფოთოლი არა და არ ვარდება. თურმე ეს ამბავი მოხუც მხატვარს გაუგია. გამოჭრა თუნუქის ფოთოლი და ხეზე მიამაგრა. ავადმყოფი გადარჩება. სამწუხაროდ, ეს ამბავი მაინც არ მთავრდება კეთილად. საწყალი მხატვარი, რომელიც ხეზე აძვრა, კვდება. გაცივდება. პნევმონიით ალბათ.
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასახელება, რომელიც ამჟამად მიმდინარე მსოფლიო სავაჭრო აქციას ჰქვია, არის “შავი პარასკევი”.
აუცილებლად ნახეთ ეს ძალიან, ძალიან სასაცილო ვიდეო. ამაზე უკეთ, რაც მოვყევი, იმის სისწორეს ვერაფერი გამოხატავს”