Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ დღის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ – მაშინ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ

November 16, 2023
თუ დღის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ – მაშინ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ

ხშირად გიწევთ ჯდომა?

მკვლევრებმა ჩვენი მოძრაობის მნიშვნელობა შეისწავლეს და ის გულის ჯანმრთელობასთან დააკავშირეს. სანამ კვლევის დეტალებზე გადავიდოდეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი — თითქმის ყველაფერი ჯობია ჯდომას! მკვლევრების თქმით, ჯდომას წოლაც კი ჯობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მოძრაობაში მცირე ცვლილებებიც კი ჯანმრთელობაზე უკეთ ისახება. ეს შეიძლება იყოს სირბილი, სწრაფი სიარული, კიბეზე ასვლა, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისცემას აჩქარებს. ეს პროცესი შეიძლება ორი წუთის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში ჯდომას ყველაფერი ჯობია”, — თქვა კვლევის ავტორმა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ეპიდემიოლოგმა, ჯო ბლოჯეტმა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. სტატისტიკის მიხედვით, გულის პრობლემების გამო ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება.

ამ მხრივ ცუდად მოქმედებს ჩვენზე ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი დიეტა, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია.

ჯანსაღი კვება, სიგარეტისთვის თავის დანებება და ალკოჰოლის შეზღუდვა კარგი არჩევანია, მაგრამ კვლევის მიხედვით, თუ ხშირად გვიწევს ჯდომა ეს ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია.

მკვლევრებმა ექვსი კვლევის მონაცემები გაანალიზეს. მთლიანობაში ამან 15 000-ზე მეტი მონაწილე მოიცვა. შედეგად გამოვლინდა თუ რა შედეგები ჰქონდა ჯდომას, დგომას, ძილსა და ფიზიკურ აქტივობას გულის ჯანმრთელობაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ გულზე ყველაზე ცუდად ჯდომა მოქმედებს. რაც მნიშვნელოვანია, კვლევის მიხედვით, ჯდომის ნახევარი საათით ჩანაცვლებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოგვცეს.

და მაინც, ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში, რომელშიც ფიზიკური აქტივობებისთვის ბევრი დრო გვექნებოდა, ამიტომ მკვლევრები გვირჩევენ თავისუფალი დრო რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ და დავკავდეთ ისეთი ფიზიკური აქტივობით, რაც საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge