პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“რთულია, ასე ნაადრევად, წარსულში ვილაპარაკოთ თქვენზე მაია მასწავლებელო. 😢
გამორჩეული ადამიანი, პროფესიონალი, გულისხმიერი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული კოლეგა გამოაკლდა ჩვენს რიგებს. 😢
მაია მინჯორაია-შანავა, ადამიანი, რომელიც უდიდესი დანაკლისია სასკოლო საზოგადოებისთვის.
ძალიან გვტკივა მაია მასწ. 😢 ხშირად ასე მოგმართავდით ხოლმე სიყვარულით და თქვენც ღიმილით გვპასუხობდით.
ნათელში იყოს თქვენი ლამაზი სული. 🙏
ვუსამძიმრებთ ოჯახს. ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს. 😢
მშვიდობით, ძალიან ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ!”