ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
13 ნოემბერი
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს წარმოთქმულ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თითოეულ მათგანში რაღაც ჯადოსნური იმალება. ამიტომაც, კარგად დააკვირდით, რას ამბობთ. შესაძლოა, სურვილები რეალურად ახდეს – კარგიც და ცუდიც. იყავით პოზიტიური, კეთილგანწყობილი, უთხარით ადამიანებს თბილი სიტყვები, ხმამაღლა თქვით თქვენი ოცნებების შესახებ, აგრძნობინეთ ძვირფას ადამიანებს სიყვარული და თავადაც დადებითი ემოციებით აივსებით.
14 ნოემბერი
ამ დღეს შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა და რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი, თუმცა თქვენი ცხოვრებიდან მოძველებული, არასაჭირო საქმეების გაშვებით კარს სიახლეებსა და პროგრესს გაუხსნით, მნიშვნელოვან გაკვეთილსაც მიიღებთ და გამოცდილებასაც დააგროვებთ.
15 ნოემბერი
ეს დღე გაჩვენებთ, რომ თუ თქვენს ენერგიას გონივრულად არ გამოიყენებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდეთ. დაფიქრდით, ხომ არ არიან თქვენ ირგვლივ ახლობელი ადამიანები, რომლებსაც ყურადღებას აღარ აქცევთ და უსამართლოდ ექცევით? გადახედეთ არსებულ ურთიერთობებს, მისწერეთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, აგრძნობინეთ სითბო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი მხრიდან საყვედურების მოსმენა მოგიწიოთ და ამან უარყოფითი განწყობა შეგიქმნათ.
16 ნოემბერი
ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი უნარები, პოტენციალი, ცოდნა სრულად გამოავლინოთ და საინტერესო, ახალი შეთავაზებებიც მიიღოთ. იყავით გამბედავი, ახლა დიდი შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, დაწინაურდეთ და აღიარება მოიპოვოთ.