ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ექიმებს მიმაერთვას და წერს, რომ საზოგადოების დაზაფრა პანდემიის ფონზე არ შეიძლება. მისი თქმით, ექიმები ნიშნის მოგებით ესაუბრებიან საზოგადოებას, რამაც ხალხი დააშინა.
„სპეციალურად ჩავუჯექი და ვუსმინე ყველა ეპიდემიოლოგს.
არ მომეჩვენა, ვერ ვხვდები, ასეთი ხბოს აღტკინებით და აშკარად ნიშნისმოგებით რატომ გვეუბნებიან, რომ ორი წელი არაფერი არ იქნება უკეთესობის თვალსაზრისით!
ეს რამე ახალი თამაშია დაზაფვრა და ნიჰილიზმი? თურმე ზამთრის კურორტებზე მეგობრების შეკრება კლავს, თურმე ადამიანური ურთიერთობები-დამღუპველია!
მამაჩემიც ექიმი იყო და ახალგაზრდა ექიმების თაობა მისი გაზრდილია.
უმთავრესი რასაც ამბობდა, ჯერ ადამიანის განწყობაა მთავარი, იმუნური სისტემის ასამუშავებლად და მერე სამედიცინო დახმარება.
რატომ თრგუნავთ ხალხს?
რატომ ელაპარაკებით ნიშნის მოგებით?
რატომ გიხარიათ, ხალხის გაღატაკება და დაცემა.
ნუთუ აღარ არსებობენ ადამიანური ექიმები, რომლებიც გამოვლენ და მათრახით კი არა, თაფლაკვერით განკურნავენ, აწ უკვე სულიერად ავადმყოფებს?
ეს გინდოდათ?
დაშინებული, გათითოკაცებული, დაზაფრული, უიმედო საზოგადოება?-გამოგივიდათ!
P.S ალო, ლოხებო! ჩინეთში უვაქცინოდ გაქრა ყველანაირი დაავადება – ეს მაინც არაფერს გეუბნებათ?“- წერს მოროშკინა.