საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გუშინ ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
6 ნოემბერს ის, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან ერთად, ლომისას ტაძარში იმყოფებოდა.
დოთიაშვილის მდგომარეობის შესახებ, მედიასთან კომენტარი მისმა მეუღლემ, სოფიო ანდრიაძემ გააკეთა.
„არის შეუძლოდ, თავს ცუდად გრძნობს, არ აქვს ლაპარაკის ძალა, არ არის მძიმედ ნაცემი, მაგრამ თვითონ უფრო კარგად გეტყვით ყველაფერს. მთელი ღამე გავათენეთ პოლიციაში. რთულია, რთული სიტუაცია იყო. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ჩემი მეუღლის განთავისუფლებაში წვრილი შეიტანა, სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მიხარია, რომ ჯანმრთელი და უვნებელია“, – განაცხადა სოფიო ანდრიაძემ.