„ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა-ელენა: „ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით; ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება” – ამბობდა ის.
„არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე, დიდ თუ პატარა ქვეყანაში, როცა სპორტსმენი ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი, პატივი სცე შენს სამშობლოს, გამოხატო მის მიმართ სიყვარული – სწორედ ეს ახასიათებს ნიკოლოზ ბასილაშვილს“ – ასე ახასიათებენ ქართველ ჩოგბურთელს უცხოური გამოცემები.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი და ბავშვობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან 2019 წლის 27 მაისს მიაღწია ATP-ს რეიტინგში მე-16 ადგილს. ნიკოლოზი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში, საქართველოში…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე