ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 2023 წელი ყველაზე თბილი წელია, რაც აქამდე დაფიქსირებულა.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა განაცხადა, რომ წელს, ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერი დაფიქსირდა და დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 15.3 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ეს 1991-2020 წლების ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელზე 0,85C გრადუსით მეტია, ხოლო 1850-1900 წლების საშუალო ტემპერატურას კი 1,7C გრადუსით აჭარბებს.
ექსტრემალური სიცხე ხელს უწყობს კლიმატის კრიზისს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა წიაღისეული საწვავის წვაა. კლიმატის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათი აღმოჩენები ჰოლივუდის ფილმის სცენარს მოაგონებთ და ტემპერატურის გლობალურად მატებას სათბურების მზარდ ემისიას და ელ-ნინიოს გაძლიერებას მიაწერენ.