Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წიფის გვირაბის უცნობი ისტორია – ვინ იყო მთავარი მშენებელი და რატომ გავრცელდა ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ?

November 8, 2023
წიფის გვირაბის უცნობი ისტორია – ვინ იყო მთავარი მშენებელი და რატომ გავრცელდა ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ?

ვინ იცის და­სავ­ლე­თის­კენ მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას, წი­ფის გვი­რაბ­ში, რამ­დენ­ჯერ გაგ­ვივ­ლია, მაგ­რამ ცოტა თუ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ იმა­ზე, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი უძღვო­და ამ გვი­რა­ბის გაყ­ვა­ნას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვი­რაბმ­შე­ნებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა დე­ნის გა­მო­გო­ნე­ბამ და­აჩ­ქა­რა, გე­ო­დე­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბაც და­ეხ­მა­რა, რი­თაც ორი მხრი­დან გრძე­ლი გვი­რა­ბის ერ­თდრო­უ­ლი გაყ­ვა­ნის სა­კი­თხიც გა­და­იჭ­რა.

პირ­ვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო გვი­რა­ბის აგე­ბით, სუ­რა­მის ქე­დის ქვეშ მი­მოს­ვლი­თი გზის ის­ტო­რი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი და­ი­წყო. მისი გაჭ­რა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: 1883 წელს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზა, რო­მელ­მაც შე­ა­ერ­თა კას­პი­ის ნავ­თო­ბის რე­გი­ო­ნი შავ ზღვას­თან და გზა გა­უხ­სნა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ რკი­ნიგ­ზის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ხელს უშ­ლი­და სუ­რა­მის ქედი, რის გა­მოც გა­და­წყდა გვი­რა­ბის აგე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ფერ­დი­ნანდ რი­ძევ­სკი. სა­მუ­შო­ე­ბი 1886 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ი­წყო და 1890 წლამ­დე გაგ­რძელ­და.

რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხი­დე­ბი­სა და გვი­რა­ბე­ბის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი მა­რი­ნა გრძე­ლიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რო­დე­საც გვი­რა­ბი გა­იხ­სნა, ორი­ვე მხრი­დან გაყ­ვა­ნი­ლის შე­პი­რა­პი­რე­ბა შე­სა­შუ­რი სი­ზუს­ტით მოხ­და.

მდგო­მა­რე­ო­ბა მშე­ნებ­ლო­ბამ­დე

რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ნა­თე­ლი იყო, რომ მა­გის­ტრალ­ზე ე.წ. “ვიწ­რო ად­გი­ლი” იყო ზეს­ტა­ფო­ნი-მი­ხა­ი­ლო­ვოს (ახ­ლან­დე­ლი ხა­შუ­რი) უბა­ნი, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მოძ­რა­ო­ბის გაზ­რდილ მო­თხოვ­ნებს. რკი­ნიგ­ზის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო უბა­ნი სად­გურ ყვი­რი­ლა­დან 59 ვერ­სის მან­ძილ­ზე გა­დი­ო­და სუ­რა­მის ქე­დის მდი­ნა­რე ჩხე­რი­მე­ლას ვიწ­რო და ღრმა ხე­ო­ბა­ში, გა­ივ­ლი­და ცი­ცა­ბო მო­ნაკ­ვეთს სად­გურ ბე­ჯა­თუ­ბან­თან, რო­მე­ლიც გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო ზღვის დო­ნი­დან 1798 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. იქე­დან რკინგზა 95 ვერ­სის მან­ძილ­ზე მდი­ნა­რე წი­ფას ხე­ო­ბა­ში შდი­ო­და და სად­გურ ფო­ნამ­დე (ზღვის დო­ნი­დან 3.327 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზე) ადი­ო­და, სა­ი­და­ნაც სუ­რა­მის უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით, სად­გურ სუ­რამ­ში მცი­რე ქა­ნო­ბის გავ­ლით, მდი­ნა­რე მტკვრის ხე­ო­ბის ვა­კე­ზე, სად­გურ მი­ხა­ი­ლო­ვო­ში გა­ივ­ლი­და. იქი­დან კი ურ­თუ­ლე­სი მო­ნაკ­ვე­თი იყო მა­ტა­რებ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ვე­ლო­ყო­ფის­თვის. მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე შე­ზღუ­დუ­ლი იყო, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ორ­მა­გი წევა. დაღ­მარ­თზე უნდა ამუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა სა­მუხ­რუ­ჭე სა­შუ­ა­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო მოძ­რა­ო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სიჩ­ქა­რე.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge