გვანცა დარასელია უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე და არაერთი გადაცემის, გასართობი შოუსა თუ გათამაშების წამყვანის ამპლუა მოირგო .გვანცა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება.
“ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ.
გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში” – ამბობდა გვანცა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამჯერად კი სწორედ ერეკლეს ფოტოს აზიარებს.