დიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზედმეტი წონა ხშირად უამრავი დაავადების მიზეზი ხდება: შაქრის დიაბეტი, ნაღვლის ბუშტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ. სწორი კვება ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ეს დიეტა ევროპელმა დიეტოლოგმა შეიმუშავა. მისი ძირითადი შემადგენელი გახლავთ კვერცხი. გირჩევთ შეიძინოთ ორგანული კვერცხი და ხილი.
დიეტის არსი მარტივია: საუზმე ყოველდღე ერთნაირია: 1 ულუფა ნებისმიერი ხილი (გარდა ყურძნისა და ბანანისა).
1-ლი დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა იოგურტი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ტოსტი, ½ კიტრი, მცირე ულუფა სალათა, 2 პომიდორი.
მე-2 დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა იოგურტი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: ტოსტი, 125 გრ წითელი ხორცი, 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ფორთოხალი.
მე-3 დღე
სადილი: 1 კიტრი, 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: 125 გრ წითელი ხორცი, 1 ფორთოხალი, ტოსტი, ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი.
მე-4 დღე
სადილი: ტოსტი, 1 ფორთოხალი, 125 გრ ხაჭო.
ვახშამი: იგივე, რაც მე-3 დღეს.
მე-5 დღე
სადილი: ტოსტი, 200 გრ ხორცი ან თევზი, 1 პომიდორი.
ვახშამი: 225 გრ მოხარშული სტაფილო, კარტოფილი და ბარდა.
5-დღიანი დიეტის შემდეგ შეისვენეთ 2 დღე და კვლავ განაახლეთ ციკლი. ბოსტნეული უმარილოდ უნდა მოამზადოთ, ალკოჰოლი კი გამორიცხოთ.
ასევე იხილეთ:
ამ 4 ბრილიანტი წესის დაცვით, 1 კვირაში 5 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ
ამ 4 ბრილიანტი წესის დაცვით, 1 კვირაში 5 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ
წყარო:მარაო