ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლთან, კრისტი ყიფშიძესთან ურთიერთობას ეხება:
“კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია”, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.
გიორგი ყიფშიძის ოჯახი
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილია. მან პირველად ადრეულ ასაკში მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა, წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა. კრისტი აღარ დაოჯახებულა, გიორგიმ კი ცოლი მეორდაც მოიყვანა. ანი ჩიკვილაძესთან მას ვაჟი ეყოლა, თუმცა გიორგიმ მასთან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. მსახიობმა ოჯახი მესამედ ენი გასოევთან შექმნა. მათ ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გიორგი მასაც დაშორდა და პატარებს თავად ზრდის.
გიორგი ყიფშიძის კარიერა
გიოტგი ყიფშიძე 1977 წელს მსახიობ ზურა ყიფშიძისა და ლელა გოცირიძის ოჯახში დაიბადა. ის უკვე არაერთი წელია, თეატრის სცენასა და კინოში აქტიურად საქმიანობს. მას პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი და დღეს, 45 წლის ასაკშიც აგრძელებს საქმიანობას.