“ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარსა” – ამის შესახებ სოფელ კირბალში ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელმა განაცხადა.
“ჩვენ მტრის დაგებულ ხაფანგებს და ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ქრისტესთვის სათნოდ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად სიბნელის განსაქარვებლად. თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს. ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხის გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” – ამბობს სასულიერო პირი.
