ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, მოკლულია კირბალელი თამაზ გინტური (ფოტო), კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ოფიცერი. გატაცებულია 35 წლის ლევან დოდიაშვილი, რომელიც უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება“ – წერს ლაშა ბერულავა.