Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ გსურთ, წონაში არ მოიმატოთ – ნახეთ 6 ჩვევა, რომელუც უნდა გამოიმუშაოთ

November 6, 2023
თუ გსურთ, წონაში არ მოიმატოთ – ნახეთ 6 ჩვევა, რომელუც უნდა გამოიმუშაოთ

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ:

1. უარი კონსერვირებულ საკვებს

არ ჭამოთ დაკონსერვებული პროდუქტები, რომლებსაც შენახვის დიდი ვადა აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი ნაკლებად სასარგებლოა, ბევრად კალორიულიც არის და კონსერვანტებს შეიცავენ, რაც მადას განსაკუთრებულად ზრდის. ამ ტიპის საკვები მიჩვევას იწვევს და გაიძულებთ ყოველდღე იყიდოთ. კონსერვირებული საკვები, გაყინულით შეცვალეთ.

2. თავად მოამზადეთ

თქვენ ვერასოდეს იტყვით დარწმუნებით თუ რამდენი ზეთი ან რაიმე სხვა ინგრედიენტი გაუკეთა კერძს უცნობმა კულინარმა. როდესაც თავად ამზადებთ კერძს, არჩევანი გააკეთეთ უფრო ჯანსაღსა და მსუბუქ ინგრედიენტებზე.

3. შეამცირეთ შაქრის მიღება

თუ აქამდე ყავაში 2 ჩაის კოვზ შაქარს ამატებდით, შეამცირეთ ერთ კოვზამდე. თუ დესერტზე მიირთმევდით ერთ ნაჭერ ტორტს, ნახევარი გაუზიარეთ მეგობარს. რაციონში შაქრის რაოდენობის შემცირება საგრძნობლად შეამცირებს საერთო კალორიულობას.

4. დალიეთ წყალი ჭამის წინ

ჩვენ ორგანიზმს ხშირად ერევა ერთმანეთში წყურვილი და შიმშილი. როდესაც გწყურიათ, მეტს ჭამთ, ვიდრე სხვა დროს. მოშიებისას დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დაიცადეთ 5 წუთი. თუ შიმშილის გრძნობამ გაგიარათ, დალიეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა წყალი და დაკავდით რაიმე საქმით. თუ 5 წუთის შემდეგ ისევ მშიერი იქნებით, ესე იგი დროა მიირთვათ.

5. გაზარდეთ კუნთოვანი მასა

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ბოდიბილდერები უნდა გახდეთ. უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კუნთოვანი მასა მცირდება, ცხიმოვანი კი იზრდება, მაშინ როდესაც სწორედ კუნთების დახმარებით ვწვავთ ზედმეტ კალორიებს. დაუთმეთ ფიზიკურ ვარჯიშს იმდენი წუთი დღე-ღამეში, რამდენი წლისაც ხართ. აქტიურობა გულისხმობს არა მხოლოდ სპორტულ დარბაზსა და სირბილს, არამედ ჩქარ სიარულს, აქტიურ დალაგებას სახლში, კიბეებზე ასვლას.

6. ზომიერება ალკოჰოლთან მიმართებაში

ალკოჰოლი ძალიან კალორიულია, თანაც ზრდის მადას. აიღეთ წესად შეანაცვლოთ ალკოჰოლური სასმელი იმავე რაოდენობის წყალთან, თუ საუბარია ღვინოზე ან შამპანიურზე. მაგარი სასმელების შემთხვევაში დალიეთ სამმაგი რაოდენობის წყალი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე
  • გორში ქალს ავტომობილი დაეჯახა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • „რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა…“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge