Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024 წლის ტრენდები ინტერიერში, რომელიც თქვენს სახლს უფრო მდიდრულს და ლამაზს გახდის

November 3, 2023
2024 წლის ტრენდები ინტერიერში, რომელიც თქვენს სახლს უფრო მდიდრულს და ლამაზს გახდის

შემოდგომაზე მოუთმენლად ველით ხოლმე ინტერიერის დიზაინში ახალ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, სტილი უკვე არჩეული გვაქვს, თუმცა განახლება აქტუალობას არ კარგავს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ 2024 წელს თქვენი სახლი უფრო მდიდრული და ლამაზი გახადოთ და რაც მთავარია, ეს მინიმალური ფინანსური დანახარჯებით გააკეთოთ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ლამაზი, ცოცხალი მცენარეები ოთახს უფრო ლამაზს და მდიდრულს ხდის. ერთია მცენარის შერჩევა და მეორე, თუ რაში შეიძლება მოთავსდეს ეს მცენარე? დიზაინერებმა კი უკვე იციან პასუხი – 2024 წელს პოპულარული იქნება
ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ყვავილების ქოთნები ან მათი იმიტაციები.
განსაკუთრებით საინტერესოა ქვის ქოთნები. ბუნებრივი ტექსტურა ბევრად მდიდრულად გამოიყურება და აუცილებლად იპყრობს ყურადღებას.

მდიდრული ხალიჩა ერთ-ერთი მარტივი გზაა ინტერიერის გამდიდრებისთვის. ეს ნივთი სივრცეს სითბოს და ფერს მატებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თავად ოთახი ნეიტრალური ფერისაა. ხალიჩას შეუძლია დიზაინის განსხვავებული ელემენტები ერთ სქემად შეკრას.
ხალიჩა ლამაზი პრინტით თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. ახალი ხალიჩის არჩევისას აქცენტი საინტერესო პრინტებზე და ორიგინალურ ტექსტურაზე გააკეთეთ.

2024 წლის კიდევ ერთი ტენდენციაა მდიდარი, ოქროსფერი და თაფლისფერი ფერები, რომლებიც ოთახს ძალიან მდიდრულ იერს ანიჭებენ. იმისათვის, რომ ეს ფერი ეფექტურად აქციოთ, გამოიყენეთ სხვადასხვა ტექსტურა: ქსოვილები, ხე, ქვა. ასევე არ დაგავიწყდეთ რამდენიმე აქცენტის დამატება.
თაფლისფერი მშვიდი ფერია და ფუფუნების განსახიერებაა. თბილი ტონები ძალიან კარგად გამოიყენება ნეიტრალური ტონების გასათბობად

უჩვეულო ფორმის სასადილო მაგიდა არის ის, რაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აქცევს თქვენს ინტერიერს მდიდრულს. ეს ელემენტი გააზრებულად შექმნილი სივრცის განცდას ქმნის. საინტერესოა, რომ ბუნებრივი ფორმა ქმნის ინტიმურ ატმოსფეროს და ხელს უწყობს ადამიანების კომუნიკაციას. მაგიდის ხარჯზე შესაძლოა ოთახი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

2024 წელს ბრუნდება გლოსი, არა მხოლოდ როგორც აქცენტი, არამედ როგორც ოთახის მთავარი თემა. მბზინავი, პრიალა საღებავი კედლებზე ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება და ოთახს თანამედროვე და სუფთა ელფერს ანიჭებს. თუ არ ხართ მზად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ რამდენიმე პრიალა აქსესუარით, მაგალითად ჩარჩოებით, ლარნაკებით და დეკორაციის სხვადასხვა ელემენტით.

წყარო: შინ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია
  • ევროპა ითხოვს სანქციებს – მძიმე გზავნილი დასავლეთიდან
  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge