ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე ჟურნალ “გზის” მკითხველს თავის ცხოვრებაზე ესაუბრება.
გთავაზობთ ინტერვიუს.
– თბილისის 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს ბავშვობაში დიფერენცირებული სწავლება შემოიღეს და ვინაიდან დედა ფიზიკოსი მყავდა, თავიდანვე ფიზიკა-მათემატიკა ავირჩიე. სკოლა რომ დავამთავრე, ყველას ეგონა, ფიზიკას გავყვებოდი, რადგან ეს საგანი ძალიან მიყვარდა და კარგად ვიცოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკა დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ – ჩემს ბავშვობაში მიყვარდა. ყველას გასაოცრად, საბუთები არქიტექტურის ფაკულტეტზე შევიტანე და კიდეც ჩავაბარე.
– ტელევიზია როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
– მთელი ბავშვობა “პიონერფილმში” გავატარე, ბატონ გრიშა ჩიგოგიძის აღზრდილებს შორის ერთ-ერთი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ტელევიზიის შენობაში მოვხვდი. მახსოვს, როგორ თქვა ჩემმა მეგობარმა: აქ დაცვის სამსახურში ან დამლაგებლადაც სიამოვნებით ვიმუშავებდიო. მე არანაირი სამსახური არ მეთაკილება, არც ადრე მეთაკილებოდა და იმ დღეს მეც გავიფიქრე, რომ ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ ტელევიზიაში ვყოფილიყავი. ეს სურვილი სრულიად მოულოდნელად ამისრულდა: “მეორე არხზე” ჩემი მეგობარი მუშაობდა და ტელევიზიაში მისი რჩევით მოვხვდი. ამის შემდეგ ამ სფეროს აღარ მოვშორებივარ. ფიზიკამ და არქიტექტურამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და ჩემს ცხოვრებაში ახალი, საოცარი სამყარო შემოვიდა. გადაცემის წამყვანიც ვიყავი, ოპერატორიც, მერე რეჟისორობაც ვცადე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ტელევიზიას საოცარი ანდამატი აქვს, ნარკოტიკივითაა და ერთხელ ფეხს რომ შედგამ, მერე ვეღარ მოშორდები.
– თუმცა, იყო პერიოდი, როცა ეკრანზე არ ჩანდით…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე
