მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:
ღამის საათებში ბათუმში ტალახიანი წვიმა მოვიდა.
ღამით ქროდა ცხელი ქარი სამხრეთიდან, რომელიც ,,სიროკოს” სახელითაა ცნობილი, მისი წარმოშობა განპირობებულია თბილი და მშრალი ტროპიკული ჰაერის მასებით, რომლებიც ჩრდილოეთისკენ მიიწევენ დაბალი წნევის უბნებით, აღმოსავლეთით მოძრაობენ ხმელთაშუა ზღვის თავზე და ძლიერი ინტენსიობის დროს ვრცლედება საქართველოზეც, შესამჩნევია განსაკუთრებით მაშინ თუ ნალექი მოდის.
ეს ცხელი და მშრალი ჰაერი ერევა ზღვაზე არსებულ ციკლონური მოძრაობის ნოტიო ჰაერს და საათის ისრის მიმართულებით იწყებს მოძრაობას.
სიროკოს ქართან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფენომენი არის ის, რომ ეს ქარი, თან ატარებს ქვიშას და ჩრდილო აფრიკის ნიადაგის დაშლილ ნაწილაკებს, იწვევს თბილ და ნოტიო ამინდს.
ევროპისგან განსხვავებით, სადაც ქარისხლებს იწვევს, საქართველოს შემთხვევაში ,,სიროკოს” უარყოფითი მხარე ძირითადად ტალახიანი წვიმაა- წერს ფარტენაძე.