2023 წლის მონაცემებით, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის, წარმოშობით ქართველი მოდის დიზაინერის, დემნა გვასალიას ქონება $50 მლნ-ს შეადგენს, – ამის შესახებ Investor Times-ი წერს. მათი თქმით, დიზაინერის წარმატება მისი უზარმაზარი ნიჭისა და მოდის სამყაროში დიდი გავლენის დასტურია.
დემნა გვასალია დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში, საქართველოში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარებ
დემნა გვასალიამ პარიზში, მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“).
2015 წლის ოქტომბერში დემნა „Balenciaga“-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.
2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.
