არსებობს რამდენიმე ბუნებრივი საშუალება ხველის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა:
თაფლი
ერთმა ან ორმა ჩაის კოვზმა თაფლმა შეიძლება შეამციროს ლორწოს გამომუშავება. თაფლი ასევე კლავს მიკრობებს. თუმცა, არ მისცეთ თაფლი 1 წელზე უმცროს ბავშვს.
ცხელი სასმელები
ხელს უწყობს ხველის შემცირებას. დალიეთ ცხელი ჩაი ან თბილი წყალი.
ჯანჯაფილი
კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილი შეიცავს გარკვეულ ნაერთებს, რომლებიც ამშვიდებენ სასუნთქი გზების კუნთებს.
წყალი
ბევრი წყლის დალევა არა მხოლოდ ამშვიდებს ხველას, არამედ ათხელებს ლორწოს
ორთქლის აბაზანა
ორთქლის შესუნთქვა შეიძლება დაეხმაროს ხველის შემცირებას, რადგან ის ამშვიდებს და ატენიანებს სასუნთქ გზებს.
მოცხარი
შესაძლოა არ გააქროს ხველა, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს მას.
მენთოლი
მენთოლი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება პიტნაში, ხსნის სასუნთქ გზებს და ხელს უწყობს ადვილად სუნთქვას. მას ასევე შეუძლია შეაჩეროს ხველა.
მარილიანი წყალი
მარილიანი წყლის გამოვლება, როგორც წესი, ყელის ტკივილის სამკურნალო საშუალებაა, მაგრამ ასევე გამოიყენება ხველების დროს. ტენიანობამ შეიძლება გაათხელოს ლორწო და ხელი შეუწყოს ყელის გაღიზიანებისშემცირებას.
წყარო:მკურნალი