„ჯერ კიდევ მაქვს ძალა…” – ამის შესახებ 82 წლის ქართველი ქრისტინა-ელენე ჩხეიძე საუბრობს, რომელიც 30 წელი საბერძნეთში მომვლელად მუშაობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
„პირველად ჩავედი საბერძნეთში – ვიზით – 1993 წელს, 52 წლის ასაკში, რამდენიმე თვე ვიმუშავე, ვზრუნავდი შშმ ბაბუაზე. ფული შევაგროვე და ჩემს ქალიშვილებს დავუბრუნდი, მაგრამ მოთხოვნილებები იმდენად დიდი იყო და ცხოვრება აუტანელი, რომ ისევ საბერძნეთში წავედი” – აცხადებს ის.
საბერძნეთში ყოფნის 30 წლის განმავლობაში ქრისტინა-ელენმა ექვსი ოჯახი შეცვალა, ექვსი სახლი, სადაც ის ცხოვრობდა მოხუცებთან ერთად, ასევე ქრონიკულ ავადმყოფებთან, რომლებსაც უვლიდა.
